ხვალ, 8 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართება, სადაც ევროპის 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და კონტინენტის პირველობის 24 საგზურისვის გააჩაღებს ბრძოლას, დღეს კი მომავალი ტურნირის წინ განთესვა გამოქვეყნდა და სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრებმაც შეიტყო.
ქართველი კალათბურთელები მე-5 კალათაში მოხვდნენ და უკვე ცნობილია, რომ მეტოქეები 1-ლი, მე-4 და მე-8 კალათებიდან ერგებათ. შესაბამისად, დანარჩენი ჯგუფები მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 კალათებიდან დაკომპლექტდება.
1-ლი კალათა: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია.
მე-2 კალათა: ლიეტუვა, საბერძნეთი, იტალია, გერმანია.
მე-3 კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, თურქეთი, მონტენეგრო.
მე-4 კალათა: ფინეთი, ხორვატია, უკრაინა, ლატვია.
მე-5 კალათა: ბელგია, საქართველო, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
მე-6 კალათა: უნგრეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ბულგარეთი.
მე-7 კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩრდ.მაკედონია.
მე-8 კალათა: პორტუგალია, დანია, სლოვაკეთი, კვიპროსი.
გათამაშების ფორმატი და თამაშების ჩატარების თარიღები ცნობილია. როგორც აქამდე, საკვალიფიკაციო ციკლი 3 ფანჯარაზე გადანაწილდება.
პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18:26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.
24-დან 4 საგზური დაკავებულია. მათი მფლობელები ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები – კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი არიან. ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ტურნირში მაინც მონაწილეობენ, თუმცა ჯგუფებში, სადაც მოხვდებიან, რომელი ადგილიც გინდა დაიკავონ, ევრობასკეტზე მაინც ითამაშებენ.
გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. მაგალითისთვის, თუკი დავუშვათ პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფში პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
ევრობასკეთ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:30 საათზე გაიმართება და მისი ტრანსლაცია FIBA-ს ოფიციალურ Youtube-ის არხით გადაიცემა.