საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონსორი “თბილისი მარიოტი” გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონსორი “თბილისი მარიოტი” გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონსორი გახდა სასტუმრო „თბილისი მარიოტი“. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებს ივლისის ბოლოს და აგვისტოს თვეში საკმაოდ გადატვირთული საშინაო გრაფიკი აქვს – თბილისში აღნიშნულ პერიოდში 7 ქვეყნის ეროვნული ნაკრები უნდა ჩამოვიდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი სასტუმრო იქნება ჩვენი ნაკრების მეტოქეთა მასპინძელი. ეს საპასუხისმგებლო საქმე თბილისის ერთ–ერთმა საუკეთესო სასტუმრომ ითავა. კალათბურთის ფედერაციასა და „თბილისი მარიოტის“ ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს და მის მეტოქეებს სწორედ ეს სასტუმრო უმასპინძლებს.