საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლაიფციგში გერმანიასთან გამართული საკონტროლო მატჩით მოსამზადებელი თამაშების სერია დაასრულა.  გუნდის კაპიტნისა და ლიდერის – ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე იგორ კოკოშკოვის გუნდმა მერვე ამხანაგურ მატჩში მძვარ გერმანიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და დაძავულ ბრძილაში, ანგარიშით 57:68 დამარცხდა.
მატჩს 2500 ადამიანი დაესწრო. გერმანიას საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა ჰქონდა როგორც გულშემატკივართაგან, ასევე მსაჯებისგან. ცოტა უკეთესი მსაჯობა რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იყო, მოგვეგო კიდეცო, თქვა მატჩიშ შემდეგ ჩვენი ნაკრების ერთ–ერთმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა.
პირველი მეოთხედი ფრედ – 17:17 დასრულდა. მეორე ათწუთეულში გერმანელებმა ოთხქულინი უპირატესობა მოიპოვეს და დიდი შესვენებისთვის 35:31 დაწინაურდნენ. პირველ პერიოდში იყო ეპიზოდი, როცა გერმანიამ 5 წუთის მანძილზე ბურთი ვერ ჩააგდო, რაც საქართველოს ნაკრების კარგ დაცვით თამაშზე მიუთითებს. ჩვენი ნაკრები მესამე პერიოდში 10 ქულით ჩამორჩა, მაგრამ მაინც არ დანებდა და შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.

საბოლოოდ გერმანიამ 11 ქულის სხვაობით – ანგარიშით 68:57 მოიგო. საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ბომბარდირი ჯეიკობ პულენი გახდა, რომელმაც ძირითადში ადგილი კორი ფიშერთან კონკურენციაში დაიმსახურა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა თორნიკე შენგელიამ, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე 12 ქულა გახლდათ.
გერმანელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა – ვეტერანმა იან ჰენდრიკ იაგლამ მოინაგრა. 10 ქულა ჰქონდა რობერტ ბენცინგს.
საქართველოს ნაკრები თბილისში 15 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოვა და 18–ში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რუმინეთთან დაპირისპირებით ჩაებმება. პირველი ტური 15 აგვისტოსაა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისვენებს.
ამხანაგური მატჩი. ლაიფციგი. 13 აგვისტო
გერმანია 68:57 საქართველო
17:17, 18:14, 17:13,16:13
საქართველო: ცინცაძე, ბოისა, შერმადინი 6, მარკოიშვილი 12, ფაცაცია 2, სანიკიძე 2, მეტრეველი 4, დვალიშვილი, შენდელია 15, ლეჟავა, მათიაშვილი, პულენი 16