საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების დიდი ნახტომი FIBA-ს მსოფლიო რეიტინგში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების დიდი ნახტომი FIBA-ს მსოფლიო რეიტინგში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიბა-ს ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგში მთელი 10 საფეხურით დაწინაურდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა და პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრა ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს დიდად დაუფასეს. 

საქართველოს ნაკრების აქტივში 465.9 ქულაა და ამ შედეგით მსოფლიოში 23-ე პოზიცია უკავია. ევროპის მასშტაბით კი ჩვენი გუნდი კი მე-14 პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები უსწრებს თურქეთს და ხორვატიას, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გავიდნენ, მათ გარდა კი, ვუსწრებთ იაპონიას, ჩინეთს, უკრაინას, ბელგიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელსა და სხვა საკმაოდ ძლიერი ქვეყნების გუნდებს. 

დიდი წინსვლა განიცადა მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორმა გერმანიის ნაკრებმა, რომელიც უკვე მესამეა და მხოლოდ აშშ-სა და სერბეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია ლატვიელთა დიდი პროგრესიც. ბალტიისპირელები მსოფლიოს პირველობაზე სენსაციური მე-5 შედეგი აჩვენეს, რისი წყალობითაც 22 ადგილით დაწინაურდნენ და მე-8 საფეხური უკავიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა და 16 საუკეთესო გუნდს შორის გასვლა შესძლო. ქართველი კალათბურთელების მორიგი მიზანი ევრობასკეტი 2025-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება იქნება.