სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გამართულ ფიბა ევროპის გენერალურ ანსამბლეაზე ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნასა და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების მიღებასთან ერთად მუდმივმოქმედი სამუშაო კომისიები დააკომპლექტეს, რომლებშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სამი ქართველი შევიდა.
იურიდიულ კომისიას 12 წევრი შეადგენს, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე, ლაშა გამყრელიძე იქნება. ფინანსური კომისიის 14 წევრში შევიდა ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით საყვარელიძე. ყველაზე მრავალრიცხოვანი ფიბა ევროპის ახალგაზრდული კომისიაა, რომელშიც 17 წევრი – მაშ შორის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, შალვა ონიანია.
მთლიანობაში ფიბა ევროპას 8 მუდმივმოქმედი კომისია ჰყავს, რომლებიც წლის განმავლობაში, პერიოდულად იკრიბებიან და საკუთარი პროფილის შესაბამის საკითხებს განიხილავს, სამუშაო გეგმას სახავს და შესაბამისად, ახორციელებს.