საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება

26 მარტს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომა, რომელზეც 23 მარტს, სპორტის სასახლეში, სუპერლიგის XXII ტურის, “თბილავიამშენსა” და “დინამოს” შორის გამართული მატჩისას მომხდარი ინციდენტი გაირჩა.
“დინამოს” მოთამაშეს, ლექსო ლაფანაშვილს დებულების 22.1.2 მუხლის თანახმად, მსაჯის, გურამ მიქელაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის  3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ამასთან ერთად, მსაჯ გურამ მიქელაძეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, იმის გამო, რომ იგი საპასუხისმგებლო თამაშისთვის არ იყო სპორტულად და ფსიქოლოგიურად მომზადებული და შეხვედრის მსვლელობისას დაუშვა შეცდომები.