საქართველოს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა

საქართველოს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ვენაში, ავსტრიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა. ეროვნული ნაკრების კალათბურთელები თბილისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისით, 10:20 საათზე გაემგზავრნენ. 

ნაკრებში გამოძახებული 12 წევრიდან თბილისიდან ვენაში 11 კალათბურთელი გაემგზავრა. მაიკლ დიქსონი გუნდს ავსტრიაში შეუერთდება. ილიას ზუროსს ვენის არენაზე ვარჯიში დღეს, 18:00 საათზე აქვს დაგეგმილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ვენაში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩაფრინდებიან და საღამოს ვარჯიშისთვის დაისვენებენ.