საქართველოს ნაკრები ინგლისთან აგებს

ზაზა ფაჩულიამ 25 ქულა დააგროვა
ტესტ-მატჩების სერია დაასრულა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. ფრანგულ პოში კენ შილდსის ნაკრებმა ინგლისთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და თუ პირველ დაპირისპირებაში ქართველებმა 65:63 იმარჯვეს, ამჯერად მეტოქემ რევანში აიღო და 82:64 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა ძალიან ძლიერად, ყურადღებით ჩაატარა პირველი ნახევარი, რომელშიც ინგლისის ლიდერმა, “ჩიკაგო ბულზის” ვარსკვლავმა ლუოლ დენგმა მხოლოდ 4 ქულა დააგროვა. კარგი იყო ჩვენი გუნდის დაცვაც – მეტოქემ მხოლოდ 29 ქულა დააგროვა და ტაიმი ჩვენი 10-ქულიანი უპირატესობით დასრულდა.შამწუხაროდ, დიდი შესვენების შემდეგ ათამაშდა დენგიც (საბოლოოდ, 24 ქულა და 9 მოხსნა), ხოლო ჩვენს ნაკრებს კი დაცვაში უამრავი შეცდომა დაუგროვდა. საბოლოოდ, საქართველო 64:82 დამარცხდა და ტესტ-მატჩების საერთო ანგარიში 4:4 გაუხდა. ვიქტორ სანიკიძემ სამიდან ყველა შორეული ტყორცნა გამოიყენა, ხოლო ნაკრებმა კი 17 საჯარიმოდან 11 ჩააგდო.
ამ ეტაპზე ნაკრები პოში იმყოფება, ხოლო 21 აგვისტოს კი ევროპის ჩემპიონატის დივიზიონის საკვალიფიკაციო შეხვედრაში გასვლაზე ლუქსემბურგს შეხვდება.
საქართველო – ინგლისი 64:8223:12, 16:17, 12:29, 13:24საქართველო: გამყრელიძე უქულოდ), ელისი (8 ქ), მანუჩარ მარკოიშვილი (11 ქ. 4 მ), ნაცვლიშვილი (უქულოდ), ფაჩულია (25 ქ. 6 მ) – ცინცაძე (6 ქ), სანიკიძე (11 ქ. 5 მ), ტუღუში (3 ქ), ა. ბოისა (უქულოდ), უგრეხელიძე (უქულოდ).