საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩში თბილისში გერმანიას უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 77:87 დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა გასული წლის 23 ნოემბერს ქალაქ ქემნიცში ტურნირის პირველი წრის მატჩი 70:79 წააგო გერმანიასთან, დღეს კი, მიუხედავად სავსე დარბაზისა, რევანშის აღება ვერ მოახერხა.
მწვრთნელი ნამატჩევს კმაყოფილი იყო მოთამაშეთა შემართებით. ილიას ზუროსმა აღნიშნა, რომ კალათბურთელებმა დადეს გული და მოგების მისაღწევად თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს, თუმცა მტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მართლაც, გერმანიის ნაკრები ბევრად შეთამაშებულია, ვიდრე საქართველოს ნაკრები და ამის მიზეზი მათი კალათბურთელების ხანგრძლივად ერთად თამაშია. გერმანიასაც აკლდა ძლიერი კალათბურთელები, თუმცა ვინ იყო, ისინიც წამყვან ევროპულ ლიგებში თამაშობენ და ერთად ვარჯიში ქართველებზე გაცილებით მეტი გამოცდილებც გააჩნიათ.
საქარტელოს ნაკრების ყველა მოთამაშემ, ვინც მოედანზე გავიდა, მართლაც ყველაფერი გააკეთა მოსაგებად. გერმანელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ხელჩასაჭიდ ლიდერობას ინარჩუნებდნენ. ჩვენი ნაკრები ცდილობდა გაბათილებას და რამდენჯერმე 4-5 ქულითაც მიუახლოვდა მძლავრ მეტოქეს, თუმცა გერმანელები როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე უბადლოდ თამაშობდნენ და შეხვედრა საბოლოოდ ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ციკლში მესამე მარცხი განიცადა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გასვლა თითქმის გარანტივებული აქვს. საკვალიფიკაციო ჯგუფში, სადა საქართველოსთან ერთად სერბეთი, გერმანია და ავსტრიაა, მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გადის. ზუროსის გუნდმა 2 დღის წინ ავსტრია სტუმტად 14 ქულით დაამარცხა, რითაც ამ გუნდის ჯგუფში ჩატოვების საკითხი თითქმის გადაჭრა.
საქართველოს ნაკრები პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 შეხვედრას თბილისში – 29 ივნისს ავსტრიასთან, ხოლო 2 ივლისს სერბეთთან გამართავს.
საქართველო – გერმანია
სტატისტიკა: 77:87
მატჩის შემდეგ
ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“დიდი მადლობა საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს – სპორტის სასახლის სავსე ტრიბუნები მთელი მატჩი განმავლობაში აქიურად გვიჭერდა მხარს. მატჩს რაც შეეხება, შექმნის სიტუაციაში გერმანელებს ჩვენზე მეტად სტაბილური, გამოცდილი კალათბურტელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს და გარკვეულწილად ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო.
დიდ იმედს ვამყარებ საზაფხულო სანაკრებო ფანჯარაზე. სერბეთთან და ავსტრიასთან ტრავმირებული და ევროლიგის მოთამაშეები დაგვემატებიან და ორივე შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლებთ”.
ანატოლი ბოისა: “ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა, ვიცოდით, გერმანია ძლიერი გუნდი იყო და ძალიან გაგვიჭირდებოდა. თამაშის ბედი შეცდომებმა გადაწყვიტა, რომელიც დავუშვით. მიუხედავად ამისა, ბიჭებს მადლობას ვუხდი. მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს. ცხადია, დიდი მადლობა ქომაგებსაც, რომელთაც სპორტის სასახლის ტრიბუნები ბოლომდე შეავსეს და მაგრად გვიქომაგეს”.
ჰენრიკ როდლი, გერმანიის მთავარი მწვრთნელი:
“ძალიან რთული ბრძოლა გადავიტანეთ და ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მეტოქე ბოლომდე არ ნებდებოდა, ანგარიშში რამდენჯერმე წამოგვეწია და მადლობა ბიჭებს, რომ მათ თამაში ბოლომდე მიიყვანეს.
საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი ქომაგობა ჰქონდა. თბილისში გამომგზავრებამდე ვიცოდით, რომ აქ თამაში ყველას უჭირს. მართლაც სავსე დარბაზი დაგვხვდა, საოცარი ატმოსფერო იყო და გულშემატკივრებმა დიდი როლი ითამაშეს.
სასიამოვნოა, რომ ოთხივე გასული მატჩი მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა გავინაღდეთ. ახლა, მთავარია, კარგად დაწყებული საქმე ასევე გავაგრძელოთ”.