საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და საკუთარ მოედანზე 77:76 ფინეთის ძლიერი ნაკრები დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ფინელებს ამ შეხვედრამდე არცერთი მატჩი არ წაუგიათ.
სპორტის სასახლეში დაძაბული მატჩი გაიმართა, რომელშიც ლიდერი ხშირად იცვლებოდა. საქართველოს ნაკრებში პირველ ნახევარში კარგად ითამაშა ტაირონ ელისმა, რომელიც ერთადერთი იყო მასპინძელთა შორის, ვისაც ამ დროში 10 და მეტი ქულა ჰქონდა დაგროვილი. სტუმართა შორის კი სოლირებდა ტეემუ რანიკო.
დიდი შესვენების შემდეგაც უკომპრომისო შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანი სამქულიანი გამოიყენა გიორგი გამყრელიძემ, რომელმაც ზუსტი შორეული გასროლით საქქართველოს ნაკრები 77:71 დააწინაურა და საბოლოოდ, შეხვედრა დასრულა მასპინძლების სასრგებლოდ. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი 6 მოგებითა და 2 წაგებით დაასრულა.
კენ შილდსი (საქართველოს ნაკრების მტავარი მწვრთნელი): “დღეს მძიმე მატჩი მოვიგეთ. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ განსაკუთრებით მაინც გიორგი გამყრელიძესა და ანატოლი ბოისას გამოვარჩევდი, რომლებმაც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სროლა გამოპიყენეს. ზაზა ფაჩულიას ფატალურად არ მისდიოდა სროლა, თუმცა მისით, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებით ვამაყობ. განსაკუთრებული მადლობა კი მსურს გულშემატკივრებს გადავუხადო.”
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.