საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დამატებით დროში 91:90 დაამარცხა (ვიდეოკომენტარები)

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დამატებით დროში 91:90 დაამარცხა (ვიდეოკომენტარები)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ, დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში პორტუგალია 91:90 დაამარცხა. თამაშის მსვლელობისას, მეორე მეთხედში ქართველები 23 ქულით აგებდნენ და თითქოს უიმედოდ ჩანდა ყველაფერი. ბრძოლის, შეუპოვრობისა და გამართული თამაშის წყალობით საქართველოს ნაკრებმა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლო და დამატებით დროში დიდი ნერვიულობის და ბრძოლის ხარჯზე გამარჯვებას მიაღწია.

საქართველოს ნაკრები მატჩის პირველ წუთზე რომ ჩამორჩა, ბოლო წუთამდე აგებდა. ქართველებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გაათანაბრეს და შეხვედრაც დამატებით დროში გადავდა. კოკოშკოვის გუნდი პირველად წინ დამატებით დროში გავიდა და ლიდერობა რომ მოიპოვა, ხელიდან აღარ გაუშვია. ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო წუთებზე არაერთი საჯარიმო ააცილეს და გულშემატკივარი ძალიანანერვიულეს. უნგრეთის მატჩის მსგავსად, ბოლო წუთზე (ოვერტაიმის) ქართველებმა 4 საჯარიმო ააცილეს, თუმცა ბრძოლისა და გააზრებული თამაშის წყალობით გამარჯვებამდე მისვლა მოახერხეს.
დღესვე, ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში, ჩეხეთმა უნგრეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 66:63 დაამარცხა.

სრული სტატისტიკა: http://www.fibaeurope.com/cid_KNce8jInH7Qj1EsyH5rjn2.gameID_9318-E-5-3.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2015.roundID_9318.teamID_.html

1.

ჩეხეთი

3

2/1

217/189

5
2.

უნგრეთი

3

2/1

195/177

5
3.

საქართველო

3

2/1

237/226

5
4.

პორტუგალია

3

0/3

181/238