საქართველოს თასი. III დღე

თსუ-მ ენერჯი ინვესტი დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხაკოტე ტუღუშისა და გიორგი ნიკოლაძის ბენეფისი მაკაბისთან შეხვედრაში
თბილისი. სპორტის სასახლე
B ჯგუფი
13:15
თსუ – ენერჯი ინვესტი 84:8321:20, 21:20, 20:21, 22:22თსუ: დ. ბარბაქაძე (21 ქ. 9 მ. 4 ჩ), ფანჩულიძე (19 ქ. 3 მ. 1 ჩ. 1 დ), დ. ბერიშვილი (11 ქ. 7 პ. 3 ჩ. 3 მ), არწივიძე (11 ქ. 7 მ. 4 პ. 4 ჩ), კეიდია (8 ქ. 12 მ. 2 დ), ყველაშვილი (7 ქ. 7 მ).ენერჯი ინვესტი: ლეჯავა (33 ქ. 5 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 დ), სტეფანოვი (15 ქ. 12 მ. 2 პ), ბაბიაშვილი (8 ქ. 4 მ. 2 ჩ. 2 დ), ბოისა (4 ქ. 4 ჩ. 3 მ), ჩიტაშვილი (3 ქ. 13 პ. 5 მ. 1 ჩ).
ტურნირის მთავარი სენსაცია ნუგზარ ჭეიშვილის თსუ-მ დააფიქსირა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში “ენერჯი ინვესტი” დაამარცხა.აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ფინალის საგზურს მოიპოვებდა და მატჩი დავით უსტიაშვილის “ენერჯი ინვესტის” უპირატესობით დაიწყო – მეხუთე წუთისათვის რუსთაველები 13:5 იგებდნენ, თუმცა პირველი მეოთხედის ბოლოსკენ სტუდენტებმა 11:2 გაქცევა მოახერხეს და საბოლოოდ, პირველი 10 წუთი 21:20 მოიგეს.
მდგომარეობა არც მეორე მეოთხედში შეცვლილა – თსუ თავდადებული, გუნდური თამაშით ცდილობდა შორს არ გაეშვა ოპონენტი, ხოლო “ენერჯი ინვესტში” კი სოლირებდა ბესიკ ლეჟავა, რომელმაც საბოლოოდ, 9/6 ორქულიან-სამქულიანი ტყორცნები გამოიყენა და 33 ქულით მატჩის პირველი მექულე გახდა.
დაძაბულობამ ბოლო წამამდე გასტანა. ძირითადის დასრულებამდე 6 წამით ადრე სტუდენტები 2 ქულას აგებდნენ და “ენერჯი ინვესტის” ერთ-ერთ ლიდერზე, იოვან სტეფანოვზე განგებ დაჯარიმდნენ, მაგრამ სერბმა ფორვარდმა მხოლოდ ერთი საჯარიმო სროლა შეასრულა ზუსტად. ბურთი ფანჩულიძემ მოხსნა და სწრაფად გადაიტანა მეორე ნახევარზე, ხოლო რუსთაველთა საჯარიმოში შესვლისთანავე მასზე სტეფანოვი დაჯარიმდა – მსაჯებმა არასპორტული ფოლი დააფიქსირეს.
ფანჩულიძემ ორივე სროლა გამოიყენა, ბურთი კი პირითი ხაზიდან თსუ-ს უნდა გამოეტანა. ძირითადის დასრულებამდე 1.7 წამი რჩებოდა. “მაკაბიდან” ახლახანს დამატებულმა დავივ ბერიშვილმა მაღალი პასით დავით ბარბაქაძე მონახა, რომელმაც იმავე სტეფანოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრუნში გამარჯვების მომტანი ქულები დააგროვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 84:83 თსუ-ს სასარგებლოდ, რომლის საფინალო ოპონენტიც მესამე დღის მეორე შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო.
A ჯგუფი
15:15
მაკაბი – თბილავიამშენი 76:11613:28, 25:31, 15:32, 23:25მაკაბი: ს. შერმადინი (17 ქ. 10 მ), ვაშაკიძე (11 ქ. 5 მ. 2 პ), ი. ბერიშვილი (11 ქ. 5 პ. 2 ჩ), სორდია (10 ქ. 5 პ), გ. შერმადინი (10 ქ. 5 მ), კორკოტაძე (9 ქ. 3 მ).თბილავიამშენი: ნიკოლაძე (30 ქ. 4 მ. 4 პ), მინაშვილი (17 ქ. 2 ჩ), ტუღუში (16 ქ. 14 პ. 8 მ. 3 ჩ), იმნაძე (16 ქ. 11 მ. 3 ჩ. 2 პ), ხოშტარია (12 ქ), ნინიაშვილი (7 ქ. 12 მ), მათიაშვილი (8 ქ. 8 მ. 1 დ).

“მაკაბის” “თბილავიამშენი” დიდი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, თუმცა პირველიდან ბოლო წუთამდე ლევან მოსეშვილის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ, სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა “მაკაბის” ცენტრმა, გუნდის კაპიტანმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც მხოლოდ 24 წუთი ითამაშა, რისი მიზეზიც 5 პერსონალური შენიშვნა გახდა – შერმადინმა ამ დროში ოდენ 10 ქულა და 4 მოხსნა  დააგროვა და აღსანიშნავია ისიც, რომ მან თამაშიდან 17-ში 14 სროლა ვერ გამოიყენა. შერმადინის განეიტრალებაში დიდი როლი ითამაშა რიჩარდ მათიაშვილმა, რომელმაც დაცვაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
“თბილავიამშენის” რიგებში კი ბენეფისი ორ მოთამაშეს, უკანახაზელებს, კოტე ტუღუშსა და გიორგი ნიკოლაძეს ჰქონდათ. ტუღუშმა ამჯერადაც კინაღამ სამმაგი დუბლი გააკეთა და ამ სოლიდურ მიღწევამდე ორად-ორი მოხსნა დააკლდა, ხოლო ნიკოლაძემ კი მესამედ ამ სეზონში დაასრულა შეხვედრა 30 და მეტი ქულით.
1. თბილავიამშენი 2:0 4 ქულა2. დინამო 1:1 33. მაკაბი 0:2 2
ხვალ, ფინალი: თბილავიამშენი – თსუ (15:15).