საქართველოს თასის გათამაშება იწყება

საქართველოს თასის გათამაშება იწყება

საქართველოს თასის გათამაშება ხვალ, 14 თებერვალს დაიწყება. ტურნირი გასული წლის მსგავსად, ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. თასის გათამაშება საპლეიოფო რაუნდების მიხედვით ჩატარდება და 14-15 თებერვალს მეოთხედფინალები გაიმართება. ამ მატჩების შედეგად გამოვლინდებიან ნახევარფინალისტები, რომლებიც შემდეგ რაუნდს 20 და 21 მარტს ითამაშებენ.

14 თებერვალს 3 შეხვედრა ჩატარდება, ხოლო მეოთხე მატჩს 15-ში ქუთაისი უმასპინძლებს. წარმოგიდგენთ თასის გათამაშების კალენდარსა და პლეი ოფის ბადეს.