საქართველოს U14 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ადგილის მფლობელი “აკადემია” გახდა

საქართველოს U14 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ადგილის მფლობელი “აკადემია” გახდა

ვასილ სომხიშვილის, გიორგი გოგალაძის და კახა კუპატაძის გაწვრთნილმა “აკადემიამ” საქართელოს 14-წლამდელთ ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში აკადემიელებმა ირაკლი ხომერიკის გაწვრთნილ “იბერს” 64:46 მოუგეს და ტურნირი მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულეს. 

“იბერის” კალათბურთელები პირველ ნახევარში დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა აკადემიელებმა თამაში გამოასწორს და მესამე პერიოდში გარდატეხა მახდინეს. ბოლო ათწუთეულში ლიდერობა განიმტკიცეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. “აკადემიის” წევრებს მედლები და სიგელები გადასცეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომაძემ და გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოვეს.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს “ჰიუნდაი 2” და “ზაზა” დაუპირისპირდებიან.