საქართველოს U16 ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ფინალში “ზაზა” და “ოვერტაიმი” შეხვდებიან

საქართველოს U16 ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ფინალში “ზაზა” და “ოვერტაიმი” შეხვდებიან

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალისტები ცნობილნი არიან. 21 დეკემბერს, საჩემპიონო მატჩში “ზაზა 1” და “ოვერტაიმი” ითამაშებენ, მესამე ადგილისთვის მატჩში კი “აკადემია” “ჰიუნდაის” დაუპირისპირდება.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალებში “ზაზამ” “აკადემიას” 70:63 მოუგო, ხოლო “ოვერტაიმმა” უფრო დამაჯერებელი სხვაობით – 84:65 დაამარცხა “ჰიუნდაი”. აღსანიშნავია, რომ აკადემიელები მეორე პერიოდში 16 ქულით უგებდნენ მეტოქეს, თუმცა ზაზას აკადემიის კალათბურთელებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება, მესამე პერიოდი 24:14, მეორე კი 22:14 მოიგეს და საბოლოოდ მოპოვებული გამარჯვებით ფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 17 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან საუკეთესო რვამ მოიპოვა ქვეყნის პირველობის საგზური და საკვალიფიკაციოს მოსაგებად ბრძოლა მეოთხედფინალიდან განაგრძო. ტურნირის ორგანზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად.

ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ტურნირის პლეი ოფში ვერ გავიდნენ, 2019 წლის დასაწყისიდან თბილისის ჩემპიონატში ჩაერთვებიან.

 ზაზა 1 – აკადემია
სტატისტიკა: 70:63

ოვერტაიმი – ჰიუნდაი
სტატისტიკა: 84:65