საქართველოს U16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს დაიწყებს

საქართველოს U16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს დაიწყებს

11 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იწყება ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, სადაც 22 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ეს გახლავთ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ კონტინენტის ასაკობრივი პირველობებიდან უკანასკნელი, რომელშიც ქართველებს შანსი აქვთ, სამეულში მოხვდნენ და მომავალი წლისთვის A დივიზიონში იასპარეზონ. 

ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში ეს 12 კალათბურთელია:

ლუკა მუჯირიშვილი, ნიკოლოზ აბულაძე, იოსებ გუგუციძე, ნიკოლოზ ფუტურიძე, ნიკოლოზ გურგენიძე, ალექსანდრე დაუშვილი, ავთანდილ ბახტაძე, ბაჩანა შველიძე, თემური კაპანაძე, გოგიტა ბუკია, გურამ ცხადაძე, ლუკა ბარბაქაძე.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და თამაშებს შემდეგი განრიგის შესაბამისად გამართავს:

საქართველო vs ბელგია 11 აგვისტო, 14:45
უნგრეთი vs საქართველო 12 აგვისტო, 21:30
საქართველო vs ესტონეთი 13 აგვისტო, 19:15
ავსტრია vs საქართველო 15 აგვისტო, 21:30
საქართველო vs კვიპროსი 16 აგვისტო, 17:00
* მითითებულია თბილისის დრო

ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ, საუკეთესო 2 გუნდი მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის განაგრძობს. A ჯგუფი, რომელშიც საქართველოა, B ჯგუფზე იკვეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფში გასვლის, ან გაუსვლელობის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალში (ან საკვალიფიკაციოში) ამ ჯგუფის გუნდებთან მოუწევს დაუპირისპირდება. B ჯგუფში არიან ჩეხეთი, შვეიცარია, ისლანდია, ლუქსემბურგი და ბულგარეთი.

ყველა მატჩის პირდაპირი ლაივ-სტიმი იხილეთ | FIBA-ს 16 -წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 

https://www.fiba.basketball/europe/u16b/2022