საქართველოს U16 ნაკრები მინსკში ამხანაგურ მატჩებს გამართავს

საქართველოს U16 ნაკრები მინსკში ამხანაგურ მატჩებს გამართავს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ამხანაგური მატჩების გასამართად გაემგზავრა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: ბელარუსის 15 და 16 წლამდელთა ნაკრებებთან და აზერბაიჯანის 18-წლამდელთა ნაკრებთან.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ეს 12 მოთამაშეა:

ლუკა ბარბაქაძე, ანდრია მდინარაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ნიკოლოზ ფუტურიძე, თემურ კაპანაძე, გუკა ცხადაძე, ლუკა მურჯიკნელი, ვაჟა კეჭაყმაძე, გოგიტა ბუკია, ალექსანდრე დაუშვილი, ბიკოლოზ გურგენიძე, ბაჩანა შველიძე.