საქართველოს U16 ნაკრებმა მინსკის მემორიალური ტურნირი ბელარუსების ძლევით დაიწყო

საქართველოს U16 ნაკრებმა მინსკის მემორიალური ტურნირი ბელარუსების ძლევით დაიწყო

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს სტარტი აიღო 16-წლამდელთა მემორიალურმა ტურნირმა, რომელიც ტრადიციულია და 1996 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, შარშან, კორონავირუსის გამო არ ჩატარდა. ტურნირი ვლადიმირ რიჟენკოვის სახელობისაა, რომელიც დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი სპორტისა და ტურიზმის მინისტრი, ასევე ამ ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი იყო. 

ტურნირში საქართველოს 16-წლამდელებთან ერთად ბელარუსის პირველი, და მეორე ნაკრებები, ასევე აზერბაიჯანი და რუსეთის ნაკრებები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრები 3 დღის განმავლობაში 3 მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ქართველებმა ბელარუსის 16-წლამდელთა მეორე ნაკრები 68:51 დაამარცხეს.

ჩვენს ნაკრებში ქულები და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ანდრია მდინარაძე 2 ქულა, ლუკა ბარბაქაძე 11 ქულა, 17 მოხსნა, თემურ კაპანაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი 2 ქ, ნიკო ფუტურიძე 5 ქ, ნიკოლოზ გურგენიძე 6 ქ, 4მ, ლუკა მუჯირიშვილი 8 ქ, 10 პასი, 6 , ლუკა ცხადაძე 6 ქ, ალექსანდრე დაუშვილი 15 ქ, 8 მ, 5 პ, ვაჟა კეჭაყმაძე, ბაჩანა შველიძე, გოგიტა ბუკია 13 ქ, 8 მ, 3 დაფარება, 2 პ.