საქართველოს U16 ნაკრებმა უფროსი აზერბაიჯანელები ოვერტაიმში დაამარცხა (სრული ვიდეო)

საქართველოს U16 ნაკრებმა უფროსი აზერბაიჯანელები ოვერტაიმში დაამარცხა (სრული ვიდეო)

მეორე მატჩი, მეორე გამარჯვება – საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე მემორიალურ ტურნირზე დაუმარცხებელია. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა გუშინ თანატოლ ბელარუსთა მეორე ნაკრებს სძლია, დღეს კი ქართველებმა 2 წლით უფროსი აზერბაიჯანელების ნაკრები დაამარცხეს. უაღრესად დაძაბული და ოვერტაიმში გადასული მატჩი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 66:64 (სტატისტიკა) მოიგო. 

საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 14 მოხსნით თავი ისახელა ლუკა მუჯირიშვილმა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ალექსანდრე დაუშვილმაც – 13 ქულა, 11 მოხსნა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა გურგენიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მინსკში მიმდინარეობს დამოუკიდებელი ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის პირველი მინისტრის, ასევე ამ ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტის, ვლადიმირ რიჟენკოვის სახელობის მემორიალური ტურნირი. ტურნირის მეოთხე მონაწილე ბელარუსის 16-წლამდელთა ძირითადი ნაკრებია, რომელსაც საქართველო ტურნირის დასკვნით დღეს, 29 დეკემბერს დაუპირისპირდება.

საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის სრული ვიდეო-ჩანაწერი