საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ლიგის სუპერთასის მფლობელია

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ლიგის სუპერთასის მფლობელია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის სუპერთასის მფლობელია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვაკეთის ქალაქ ლევიცეში გამართული შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. აპრილს ბოლოს ჩვენმა ოცწლამდელებმა ევროპის ლიგის აღმოსავლეთ ევროპის გათამაშება მოიგეს და ახლა ბრძოლა სუპერთასისთვის – ამ ტურნირის ცენტრალური და დასავლეთ ევროპული დივიზიონების გამარჯვებულებთან მოუხდათ.

სუპერთასის გათამაშებაში საქართელოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდნენ: პოლონური “რადომი”, იტალიური “ოქსიგენი”, უნგრული “ფეჰერვარი” და ადგილობრივი “ლევიცე”. ქართველებმა ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს:

მატჩის სანახავად დააკლიკეთ VIDEO-ს, სტატისტიკის სანახავად დააკლიკეთ – ანგარიშს
8 ივნისი: VIDEO საქართველო – რადომი 90:59 
9 ივნისი: VIDEO ოქსიგენი – საქართველო 55:92
9 ივნისი: VIDEO ლევიცე – საქართველო 60:87
10 ივნისი: VIDEO საქართველო – ფეჰერვარი  83:64

ტურნირის MVP გახდა გიორგი კორსანტია. თითოეული გუნდიდან დასახელებული MVP-ის პრიზი კი ჩვენს ნაკრებში ვლადიმერ ფურცხვანიძეს ერგო. ორგანიზატორებმა სუპერთასი ჩენი ნაკრების კაპიტანს, დავით აფხაზავას გადასცეს.