საქართველოს U22 ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი ჯგუფებში გადანაწილდა

საქართველოს U22 ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი ჯგუფებში გადანაწილდა

21 ოქტომბერს სტარტს აიღებს საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატი. რაც დრო გადის, ამ ტურნირის პოპულარობა იზრდება. მესამე სეზონია, ამ ასაკში ჩემპიონატი ტარდება და მონაწილეთა რაოდენობა ჯოველ ჯერზე იზრდება. მომავალ ჩემპიონატში რეკორდულად ბევრი – 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც წილისყრის შედეგად 2 ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფში თავი მოიყარეს – ქუთაისი, გურჯაანი, რუსთავი 2, ელიტ აკადემია, ჰიუნდაი, სტუ, სოხუმის კოლხა, დინამო.

B ჯგუფი: რუსთავი, ბასკო, თსსუ, სპორტუნი, ორბი, ვსა, დრიმჩეისერსი, ზფა.

ჯგუფებში 2 წრე (გასვლა-სახლის პრინციპით) ჩატარდება, რის შემდეგაც თითოეულიდან პლეი ოფში (მეოთხედფინალში) 4 საუკეთესო გადაინაცვლებს.

2 გუნდით მხოლოდ რუსთავი იასპარეზებს, თუმცა ტურნირის გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩემპიონატს დაემატნენ 2 ქალაქის – ტყიბულისა (ორბი) და გურჯაანის გუნდები.

გთავაზობს ჯგუფური ეტაპის პირველი წრის კალენდარს.