საქართველოსა და თბილისის U14 ჩემპიონატების საკვალიფიკაციოს ტურნირის კენჭისყრის შედეგები

საქართველოსა და თბილისის U14 ჩემპიონატების საკვალიფიკაციოს ტურნირის კენჭისყრის შედეგები

დღეს ოლიმპიურ სასახლეში კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც საქართველოსა და თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირში გუნდები ჯგუფებში გაანაწილა.

აღნიშნულ ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეულ ჯგუფში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში გავლენ, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ. ტურნირი მეოთხედფინალიდან გაგრძელდება და საქართველოსა და თბილისის საკვალიფიკაციო ტურნირის საპრიზო ადგილების მფლობელებიც გამოვლინდებიან.

ჯგუფიდან ვერგასული გუნდები თბილისის ჩემპიონატში გადაინაცვლებენ, რომელიც სტარტს 2019 წლის დასაწყისში აიღებს.

საქართველოსა და თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი მომავალ კვირაში დაიწყება, მანამდე კი გუნდებს კალენდარი დაეგზავნებათ.