საქართველოში NBA-ს ელჩი იგორ რაკოჩევიჩი ჯუნიორ ნბა-ში მონაწილე გუნდებს შეხვდა

საქართველოში NBA-ს ელჩი იგორ რაკოჩევიჩი ჯუნიორ ნბა-ში მონაწილე გუნდებს შეხვდა

დღეს, თბილისის ოლიმპიური სასახლე 2022 წლის სეზონის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის ფინალურ მატჩებს მასპინძლობს.  მე-3 ადგილისთვის თამაშში ერთმანეთს ბრუკლინი („ბრუკლინი“) – ლომები („მემფისი“) შეხვდებიან, ხოლო ფინალში მეგა („ბოსტონი“) და ოვერტაიმი („პორტლენდი“) იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის.  მე-3 ადგილისთვის გასამართ მატჩამდე ახალგაზრდა კალათბურთელებს საქართველოში NBA-ს ელჩი,  ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ყოფილი მოთამაშე იგორ რაკოჩევიჩი შეხვდა, რომელმაც მომავალი კალათბურთელების კითხვებს უპასუხა და მათ სინტერესო რჩევები მისცა.