საქართველოში საქმიანი ვიზიტით ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი ჩამოდის

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი ჩამოდის

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ფიბა-ევროპის პრეზიდენტი, თურგაი დემირელი ჩამოდის, რომელიც პარალელურად ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტია. იგი მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოსანია, რომელიც 1992-2012 წლებში თურქეთის კალათბურთის ფედერაციას პრეზიდენტობდა და მის ხელში ამ ქვეყნის კალათბურთმა უდიდესი პროგრესი განიცადა. დემირელი საქართველოს სამთავრობო წრეებს შეხვდება, სადაც საუბარი რამდენიმე თემაზე იქნება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს მიერ ევროპის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის
მასპინძლობა იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გასულ წელს გამართულ ფიბა-ს ერთ-ერთ კონგრესზე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის, ან ფინალური ეტაპის ჩატარების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა. მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტის მთავარი მიზანიც ჩვენი საკალათბურთო პოტენციალის ადგილზე გაცნობა და ფედერაციასთან ერთად ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრა იქნება.

თურგაი დემირელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოსა და სერბეთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩს დაესწრება.