საშობაო მატჩის მეორე მეოთხედში შენგელია მოედანზე გამოჩნდა

საშობაო მატჩის მეორე მეოთხედში შენგელია მოედანზე გამოჩნდა

უკვე მეორე მატჩია, თორნიკე შენგელია „ბრუკლინის“ შემადგენლობაში მოედანზე გადის, თანაც მაშინ, როცა მატჩის დებიუტია და თავისთავად, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შობა დღის მატჩში ქართველმა ფორვარდმა 4,50 წუთი ითამაშა, საიდანაც 3,34 წუთს მოედანზე მეორე მეოთხედში იმყოფებოდა.
 
პირველი მეოთხედის დასრულების შემდეგ ბრუკლინელთა მწვრთნელმა, აივერი ჯონსონმა შენგელია მოედანზე შეუშვა, მაგრამ ქართველი ფორვარდი ვერ გამოირჩა. თორნიკემ 1 ბურთი დაკარგა, მეტოქის ფარისთვის კი არ შეუტევია. იგი მოედანზე მატჩის ბოლოსაც გამოჩნდა და უკვე წაგებული შეხვედრა ჩაამთავრა. „ბრუკლინმა“ შობა დღეს საკუთარი გულშემატკივარი ვერ გაახარა. შენგელიას გუნდი „ბოსტონთან“ 76:93 დამარცხდა.
 
13 მოვგებითა და ამდენივე მარცხით „ბრუკლინი“ ატლანტიკის დივიზიონში მეორე, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში – მეშვიდეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი ხვალ, „მილუოკისთან“, სტუმრად გამართავს.