სერია A-ში დაბრუნებულმა ჯეიკობ პულენმა 21 წუთში 22 ქულა მოაგროვა

სერია A-ში დაბრუნებულმა ჯეიკობ პულენმა  21 წუთში 22 ქულა მოაგროვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა იტალიის სერია „ა“-ში შესანიშნავი დებიუტი მოიწყო. პულენი 2011-12 წლების სეზონშიც თამაშობდა იტალიაში, მაგრამ მიმდინარე სეზონი მან ებრაულ „ჰაპოელში“ დაიწყო და აქამდე იერუსალიმელთა ღირსებას იცავდა. რამდენიმე დღის წინ მან კლუბი გამოიცვალა, იტალიას დაუბრუნდა და ძველი შემართებით ათამაშდა.
 
 
პულენი იმ გუნდში გადავიდა, სადაც გასულ წლებში ვიქტორ სანიკიძე თამაშობდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა სახელი ჰქვია. სანიკიძის დროს „ვირტუს ბოლონიად“ წოდებული გუნდს ახლა ახალი სპონსორი ჰყავს და „ოკნოპლასტი“ ჰქვია, თუმცა კლუბის სრულ სრულ სახელწოდებაში „ვირტუსიც“ ფიგურირებს. „ოკნოპლასტი“ პულენისთვის სადებიუტო მატჩში „რეჯიო ემილიას“ შეხვდა და ქართულპასპორტიანი გამთამაშებლის ქებული გარჯის წყალობით 82:74 დაამარცხა. პულენმა 21 წუთი ითამაშა და თავი 22 ქულას მოუყარა. ამერიკელმა უკანახაზელმა 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 22 ქულასთან ერთად პულენმა 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
 
8 მოგებითა და 14 მარცხით „ოკნოპლასტი“ ცხრილშ მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 24 მარტს, პულენის გუნდი სტუმრად მძლავრ „რომას“ ეთამაშება.