საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეზონის დასკვნით 2 მატჩში მითვლილი 38 ქულით ბეჟანიშვილი საუკეთესო იყო

სეზონის დასკვნით 2 მატჩში მითვლილი 38 ქულით ბეჟანიშვილი საუკეთესო იყო

კარგი და ცუდი ამბავი გიორგი ბეჟანიშვილის სესახებ. დავიწყოთ ცუდით: ბეჟანიშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. კარგი კი ისაა, რომ ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის პრე-საპლეიოფო მატჩებში ქართველი ფორვარდი საუკეთესო იყო.

Big Ten-ის კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბეჟანიშვილის “ილინოის ფაითინ ილინიმ”, რომელმაც 7 მოგებითა და 13 მარცხით 14-გუნდიან კონფერენციაში მე-12 ადგილი დაიკავა, პლეი ოფში მოსახვედრად საკვალიფიკაციო მატჩებში გადაინაცვლა. ილინოისელებმა ბოლო 2 დღეში 2 მატჩი გამართეს – პირველში ოვერტაიმში იმარჯვეს, ხოლო მეორე წააგეს და პლეი ოფის მიღმა დარჩნენ.

ორივე მატჩში საუკეთესო გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ. “ილინოისმა” “ნორსვესთერნთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და ოვერტაიმში 74:69 სძლია. გიორგიმ მოედანი ძირითადი დროის ბოლო წამებზე მე-5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა, თუმცა, შეხვედრის გმირად მაინც ის იქცა.
ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბეჟანიშვილმა 15-დან 12 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.
“ოვერტაიმში ძალიან აღელვებული ვიყავი, თუმცა, ამავდროულად, ბიჭებისაც ბოლომდე მჯეროდა, რადგანაც ვიცოდი, რომ მოედანზე მაქსიმუმს გაიღებდნენ. ვგრძნობდი, მოგება ახლოს იყო და საბოლოოდ, ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა.

მეორე დღეს გამართულ მომდევნო მატჩში “ილინოისი” უშანსოდ დამარცხდა “აიოვასთან” – 62:83. ბეჟანიშვილი სასტარტოში გახლდათ და 26 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. 

“ილინოის ფაითინ ილინიმ” ამ წაგებით სეზონი დაასრულა.