მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა და ფიბა-მ ეროვნული გუნდების მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები გაანაწილა. ამჯერად საქმე ეხება ქალთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს, რომლის მატჩებსაც ქართველი ტექნიკური დელეგატი – მერაბ რატიშვილი და მსაჯი – მარინა შალამბერიძე მოემსახურებიან.
აქ აღსანიშნავია შალამბერიძის უფროს სანაკრებო მატჩზე დანიშვნა. აქამდე მარინას არასდროს უმსაჯია ზრდასრული კალათბურთელების სანაკრებო მატჩზე, თუმცა პროგრესმა მას ეს სიმაღლეც მოუტანა. შალამბერიძე ევრობასკეტ 2023-ის შესარჩევი ტურნირის პრაღაში დანიშნულ მატჩს მოემსახურება, რომელშიც ჩეხეთი ირლანდიას უმასპინძლებს. ხოლო მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი კომისარია, ვისაც ფიბა-ს ლიცენზია გააჩნია, ქალთა ევროშესარჩევ მატჩზე: ესტონეთი – საბერძნეთი, ტექნიკური დელეგატი იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ მერაბს მიმდინარე ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის არც ერთი სანაკრებო ფანჯარა არ გამოუტოვებია, რომელიმე მატჩს რომ არ მომსახურებოდა.
ქალთა ევრობასკეტ-2023-ის შესარჩევი ტურნირი. მე-3 ფანჯარა.
მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
9 თებერვალი. პრაღა (ჩეხეთი).
ჩეხეთი – ირლანდია
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
12 თებერვალი. ტალინი (ესტონეთი).
ესტონეთი – საბერძნეთი