შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე

შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე

ტრადიციულად, ზაფხული დატვირთულია ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებით, რომელთა ორგანიზატორიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია – FIBA გახლავთ. ვაჟთა და გოგონათა შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაში (16, 18 და 20 წლამდელები) იმართება საკონტინენტო პირველობები, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია A, B და C დივიზიონებად. ლაპარაკია 20-ზე მეტ მულტიეროვნულ ტურნირზე, რომლებშიც ეროვნულ ნაკრებებთან ერთად, ცხადია, უამრავი მსაჯი და კომისარი მონაწილეობს.

ის ქართველი არბิตรები და კომისარი, რომლებიც FIBA-ს მოქმედ ლიცენზიას ფლობენ, მიმდინარე ზაფხულშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები აღნიშნულ ტურნირებში. ოთხ ქართველ ლიცენზიანტს — სამ მსაჯსა და ერთ კომისარს — ჯამში 8 საერთაშორისო ტურნირზე მოუწევს მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ მარინა შალამბერიძემ უკვე მოილია 1 ტურნირი და როგორც განრიგიდან ხედავთ, ეს გახლავთ ევროპის ქალთა ჩემპიონატი მცირე ქვეყნებს შორის, რომელიც 23-28 ივნისს კოსოვოს ქალაქ პეიაში ჩატარდა. აქ შალამდებიძემ ნახევარფინალი და ფინალი იმსაჯა. 

გთავაზობთ ქართველი მსაჯებისა და კომისრის მიმდინარე ზაფხულის განრიგს:

 

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

ევროპის ქალთა ჩემპიონატი მცირე ქვეყნებს შორის. 23-28 ივნისი. პეია (კოსოვო)

ევროპის 16 წლამდე ქალთა ჩემპიონატი, C დივიზიონი. 7-12 ივლისი. ტა ქალი (მალტა)

ევროპის 18 წლამდე ქალთა ჩემპიონატი, C დივიზიონი. 21-27 ივლისი. პეია (კოსოვო)

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი, ბ დივიზიონი. 24 ივლისი-2 აგვისტო. ოპატია/რიეკა (ხორვატია)

ევროპის 16 წლამდელთა ჩემპიონატი, ა დივიზიონი. 7-15 აგვისტო. ორადეა (რუმინეთი)

კირილე თვაური (მსაჯი)

ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატი, ბ დივიზიონი. 10-19 ივლისი. ბრატისლავა (სლოვაკეთი)

ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი, ა დივიზიონი. 25 ივლისი-2 აგვისტო. ტრენტო (იტალია)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ევროპის 18 წლამდე ქალთა ჩემპიონატი, ბ დივიზიონი. 31 ივლისი-9 აგვისტო. ტულჩეა (რუმინეთი)