შარშამდელი მეორე “მაკაბიმ” მესამეში გაცვალა

შარშამდელი მეორე “მაკაბიმ” მესამეში გაცვალა

წინა სეზონში ვერცხლის მომგებმა „მაკაბიმ“ ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა ბრინჯაოსთვის მატჩში სპორტის სასახლეში „მართვე დაამარცხა.
შეხვედრას თანაბარი ეთქმოდა, თუმცა გარდამტეხი მომენტი მეოთხე ათწუთეულში დადგა, რომელიც მაკაბელებმა 30:22 მოიგეს. ხუხაშვილის გუნდს ტრადიციულად ულიდერეს გიორგი ჯანგველაძემ და ილია ლონდარიძემ. პირველმა 26 ქულა მოაგროვა, ხოლო ლონდარიძე შთამბეჭდავ დუბლს გამორჩა – 19 ქულა, 17 მოხსნა.სწორედ ამ მოთამაშეების ძალისხმევით მაკაბელებმა ბოლო მეოთხედში დაძლიეს კახა შენგელიას გუნდის წინააღმდეგობა და ყველაზე დაბალი ხარისხისა, თუმცა მედლებს მაინც გამორჩნენ.