შეგნელია და ჯენინგი ესპანეთის სუპერთასს ვერ შესწვდნენ

შეგნელია და ჯენინგი ესპანეთის სუპერთასს ვერ შესწვდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს – თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგს შანსი ჰქონდათ, ეხლახან დაწყებული სეზონის პირველი ტიტული მოეგოთ, თუმცა მათი “ბასკონია” ესპანეთის სუპერთასის ფინალში მოქმედ ჩემპიონ მადრიდის “რეალთან” 63:70 დამარცხდა. ბასკონიელებმა მატჩის 3 პერიოდი კარგად ჩაატარეს და ბოლო მეოთხედამდე იგებდნენ კიდეც, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში სამეფო კლუბის წევრებმა იძალეს და შეხვედრის მოგებასთან ერთად ესპანეთის სუპერთასსაც შესწვდნენ.

„ბასკონიას“ რიგებში თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რომელმაც 17:21 წუთში საკუთარ გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი შესძინა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრები ნატურალიზებულ კალათბურთელს, მეტ ჯენინგს – მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია. ეს ყველაფერი 18:13 წუთში. ჯენინგმა 2-დან 1 ორქულიანი, ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა.

მოედანზე საუკეთესო სერხიო ლული იყო 15 ქულით, 2 მოხსნითა და 3 პასით. რაც შეეხება „ბასკონიას“ ლიგა ენდესას პირველ ტურში 29 სექტემბერს, „სარაგოსას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.