შეხვედრა ასაკობრივი ლიგების გუნდებთან ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით

შეხვედრა ასაკობრივი ლიგების გუნდებთან ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ასაკობრივი ლიგების კლუბებს, გუნდებს, მწვრთნელებს და  წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა დღეს, 3 ივლისს, 14:00 საათზე,  ოლიმპიურ სასახლეში  გაიმართა, სადაც  გუნდების ნაწილი ადგილზე იმყოფებოდა, ნაწილი კი მას ონლაინ, ზუმის მეშვეობით დაესწრო.

კალათბურთის ფედერაციამ 2020-2021 წლების სეზონის ასაკობრივ ჩემპიონატებთან დაკავშირებით  უკვე მე-4-ედ  ჩაატარა  ასაკობრივ ლიგებში მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა. დღევანდელი შეკრების მიზანი, მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა და სირთულეებისა,  ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყების საბოლოო თარიღების დადგენა იყო. 

 შეხვედრა მსჯელობისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  გუნდების მზაობით და საერთო შეთანხმებით, გადაწყდა რომ წლევანდელი სეზონის U16, U18 და  U20 ჩემპიონატები მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება,  რათა ამ ასაკის მოთამაშეებს  უმნიშვნელოვანესი სათამაშო წელი არ დაეკარგოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის  ასაკობრივი ჩემპიონატებიდან უკვე მიმდინარეობს  ჯუნიორ-NBA , ხოლო  14-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი „ა“ და „ბ“ ლიგებში სულ რამდენიმე დღეში, 6  ივლისიდან დაიწყება.

 2020-2021 წლის სეზონის ასაკობრივი ლიგებისა და უახლოესი  ღონისძიებების  კალენდარი ასეთია:

6 ივლისი –  30 ივლისი  – 14 წლამდელთა   „ა“ ლიგა;

6 ივლისი –  30 ივლისი  –  14-წლამდელთა „ ბ“ ლიგა;

12 ივლისი – 16 ივლისი – ბასკონიას კემპი   (14, 15, და 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის);

2-30 აგვისტო –   მოთამაშეთა განვითარების ლიგა  (ეს პერიოდი მოიცავს სრულ პროექტს);

20-25 ივლისი –  20-წლამდელთა ევროჩელენჯი ვაჟებში;

9-14 აგვისტო   – 16-წლამდელთა ევროჩელენჯი გოგონებში;

1-10 სექტებერი  –  16, 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყება;

1-10 სექტემბერი – 14 წლამდელთა   „ა“ ლიგის გაგრძელება;

1-10 სექტემბერი – 14 წლამდელთა   „ბ“ ლიგის გაგრძელება;

20-30 სექტემბერი  –  16, 18 და  20-წლამდელთა   „ა“ ლიგების დაწყება;

20-30 სექტემბერი  – 16, 18 და  20-წლამდელთა  „ბ“ ლიგების დაწყება;

22-30 ნოემბერი – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი; 

1 დეკემბერი  –  2021-2022 წლების სეზონის ასაკობრივი ლიგების, 14, 16, 18 და  20-წლამდელთა ახალი სეზონის დაწყება ახალი სისტემით, რომელიც კლუბებს, გუნდებს, მწვრთნელებს და წარმომადგენლებს წინა სამუშაო შეხვედრებზე ეცნობათ.