შენგელია 9, ჯენინგი – 12 და “ბასკონიას” 50-ქულიანი გამარჯვება

შენგელია 9, ჯენინგი – 12 და “ბასკონიას” 50-ქულიანი გამარჯვება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” იოლი გამარჯვება მოიპოვა. ბასკურმა კლუბმა სტუმრად “ფუენლაბრადა” 50 ქულით – 110:60 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ მესამე ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში.

პირველი პერიოდი ბასკონიელებმა 31:7 მოიგეს, ხოლო მეორე – 32:17. მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყდა, რაც გახდა კიდეც გუნდის ლიდერების დასვენების მიზეზი. თორნიკე შენგელია მოედანზე 19:14 წუთით გამოჩნდა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 4 სამიანიდან 3 ჩააგდო.

მხოლოდ სამქულიანებით შემოიფარგმა მეტ ჯენინგსიც, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და გასულ მატჩებში ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსება დაიცვა. ჯენინგმა 8-დან 4 სამიანი მიითვალა, 1 ორიანი კი ააცილა.

4 ტურის შემდეგ “ბასკონიას” 3 მოგება აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში შენგელიას გუნდი “მურსიას”, 21 ოქტომბერს უმასპინძლებს.