შენგელია და ფაჩულია მოედანზე ვერ შეხვდნენ

შენგელია და ფაჩულია მოედანზე ვერ შეხვდნენ

დღეს, გამთენიისას,ატლანტაში ქართველი კალათბურთელების გუნდები შეხვდნენ, თუმცა ზაზა ფაჩულიამ შეხვედრაში მონაწილეობა ფეხის ტრავმის გამო ვერ მოახერხა. ზაზას მყესი აწუხებს და უკვე ზედიზედ მე-4 მატჩი გამოტოვა. რაც შეეხება შენგელიას, ის მოედანზე მხოლოდ 2 წუთითა და 38 წამით გამოჩნდა.
 
შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარეს სტუმრებმა. ეს განსაკუთრებით მეორე და მესამე მეოთხედებზე ითქმის, რომლებიც ბრუკლინელებმა ჯამში 19 ქულით მოიგეს და გამარჯვებულის ვინაობა მატჩის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე გაარკვიეს. “ნეთსმა” საბოლოოდ 93:80 იმარჯვა.
 

 
შენგელიას ახალწვეულ ტაიშონ ტეილორთან ერთად სათამაშოდ მატჩის ბოლო სამიოდ წუთი ერგო, რის განმავლობაშიც ორივე მათგანმა 3 ორქულიანი ააცილეს. შენგელიამ შეხვედრა 1 ჩაჭრით დაასრულა.
 
ამ მატჩის შემდეგ ცხრილში არაფერი შეცვლილა – „ბრუკლინი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეოთხეა, ხოლო „ატლანტა“ – მეშვიდე. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 12 მარტს მაიამიში გამართავს, „ბრუკლინი“ კი  11-ში ფილადელფიაში ითამაშებს.