შენგელია დრაფტზე მეორე რაუნდში აიყვანეს – ქართველ ფორვარდზე უფლებები რუსმა ოლიგარქმა იყიდა

შენგელია დრაფტზე მეორე რაუნდში აიყვანეს – ქართველ ფორვარდზე უფლებები რუსმა ოლიგარქმა იყიდა

თორნიკე შენგელია დრაფტის მეორე რაუნდში 24-ე ნომრის მქონე „ფილადელფიამ“ აიყვანა, თუმცა რამდენიმე წუთში იგი „ნიუ ჯერსი ნეთსს“ დაუთმო. ნიუჯერსელებმა ქართველ ფორვარდში გარკვეული თანხა გადაიხადეს. როგორც ერთ-ერთმა ამერიკულმა ვებ-გვერდმა ივარაუდა, შესაძლოა, „ნიუ ჯერსის“ მფლობელ რუს ოლიგარქ მიხეილ პროხოროვს გარკვეული ინტერესი აქვს შენგელიასი.

რაც შეეხება თავად ნიუჯერსელებს, მათ ამ დრაფტზე მოთამაშის აყვანის უფლება არ ჰქონიათ, რომელიც სავარაუდოდ რომელიღაც ტრანსფერის დროს სხვა გუნდს დაუთმეს. ნიუჯერსულ ვებ-გვერდებზე უკვე გამოქვეყნდა თორნიკე შენგელიას დეტალური დახასიათება, რაც იმის იმედს იძლევა, რომ „ნიუ ჯერსი“ ქართველი ფორვარდით დაინტერესებულია.
ჯერ არ არის ცნობილი, დარჩება თუ არა შენგელია ამერიკაში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას იმ საზაფხულო ლიგებში, რომლებშიც კლუბები დრაფტზე აყვანილ ახალგაზრდებს სცდიან და გადაწყვეტილებას იღებენ, გაუფორმონ თუ არა ახალბედას კონტრაქტი.
აღანიშნავია, რომ ამ დრაფტზე ყველაზე მაღალ ნომრად აყვანილი ევროპელი ფრანგი ევან ფურნიეა, რომელიც „დენვერმა“ პირველ რაუნდში, მე-20 ნომრად აიყვანა. მეორე რაუნდის მე-2 ნომრად აიყვანა „ვაშინგტონმა“ ჩეხი ტომაშ სატორანსკი, ხოლო ბერძენ კოსტანტინოს პაპანიკოლაუს „ნიუ იორკმა“ მეორე რაუნდის მე-18 არჩევანი დაახარჯა.
ნიუჯერსელებმა ასევე იყიდეს მეორე რაუნდის მე-11 არჩევანის მქონე „პორტლენდის“ ხმა და სწორედ მათ დარჩათ ამ ნომრად არჩეული ამერიკელი ტაიშონ ტაილერი.

დრაფტის შემდეგ. შენგელია ზაზა ფაჩულიასა და შიო ხეცურიანთან ერთად