შენგელია მილუოკისთან განაცხადს მიღმა დარჩა

საოლსტარო შესვენების შემდეგ ნბა-ს ჩემპიონატი განახლდა. „ბრუკლინ ნეთსმა“ დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში 113:111 დაამარცხა „მილუოკი ბაქსი“ და ამ მატჩის განაცხადში ვერ ვიხილეთ თორნიკე შენგელია. ქართველი ფორვარდი მოედანზე კარგა ხანია, აღარ გამოჩენილა, ტრავმის მოშუშების შემდეგ იგი რამდენიმეჯერ განაცხადში მოხვდა, თუმცა თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.
 
გამარჯვებულებს 24 ქულით ჯო ჯონსონმა ულიდერა, „ბრუკლინმა“ კი სეზონში 32-ე მატჩი მოიგო. შენგელიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი კვლავ „მილუოკის“ ოღონდ სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, გამთენიისას გაიმართება.