შენგელია ნბა-ში კვირის მოთამაშის ტიტულით ბრუნდება

შენგელია ნბა-ში კვირის მოთამაშის ტიტულით ბრუნდება

თორნიკე შენგელია ნბა-ს განვითარების ლიგიდან “ბრუკლინს” დაუვრუნდა, თუმცა ხელცარიელი არა. ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც გასულ კვირაში 2 მატჩი გამართა, ნბა-ს განვითარების ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. „ბრუკლინ ნეთსის“ საკუთრებაში მყოფი ქართველი ფორვარდი ნბა-ს გუნდის განაცხადში ვერ ხვდებოდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გაანათხოვრედ განვითარების ლიგაში.
 

 
პირველად თოკომ სამმაგი დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც ბრუკლინელებმა გუნდში დაიბრუნეს, თუმცა წინა კვირის დასაწყისში კვლავ „სპრინგფილდ არმორში“ გაუშვეს, სადაც შენგელიამ 2 მაღალი დონის მატჩი ჩაატარა. ერთში 39 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა, მეორეში 24 ქულა და 13 მოხსნა.
 
მესამე მატჩი თორნიკემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, რის შემდეგაც „ბრუკლინის“ მთავარი  მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა პიჯეი კარლისიმომ ის გუნდში დააბრუნა.