შენგელია შარლერუელებს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

შენგელია შარლერუელებს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“ ბელგიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში სტუმრად „მონსი“ 89:62 დაამარცხა. ქარტელმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი გუნდის წარმატებაშ არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
 
შენგელიამ მოედანზე 22 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 5–დან 2 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 6 ქულასთან ერთად შენგელიას თავის გუნდში ყველაზე მეტი, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასი მიითვალა. შარლერუელთაგან საუკეთესო ამერიკელი კრის ჰილი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულას მოუყარა.
 
შენგელიას გუნდს 20 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მეორეადგილოსან „ანტვერპენს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული – 19 მოგება, 8 წაგება. მომდევნო მატჩს შარლერუელები ხვალ, 27 აპრილს შინ „ოკაპისთან“ გამართავენ.