შენგელიამ ბასკონიას ბარსელონასთან ულიდერა და ფინალში გაიყვანა

შენგელიამ ბასკონიას ბარსელონასთან ულიდერა და ფინალში გაიყვანა

თორნიკე შენგელიამ “ბასკონია” ფინალში გაიყვანა. ვიტორიული კლუბის ქართველმა კაპიტანმა ბასკონიელებს  კატალონიაში, “ბარსელონას” წინააღმდეგ ულიდერა და ფინალში გასასვლელი მატჩი 88:82 მოაგებინა. ნახევარფინალურ სერიას ვიტორიელები 2:1 იგებდნენ და ნახსენები შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. “ბასკონიამ” დღევანდელი გამარჯვებით სერია 3:1 მოიგო და ფინალში მადრიდის რეალს შეუწყვილდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იტო და 34:36 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ ოთხივე ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში “ბასკონია” მადრიდის “რეალს” ეთამაშება. მოედნის უპირატესობა დედაქალაქელებს აქვთ, პირველი მატჩი კი 13 ივნისს შედგება.