შენგელიამ ევროლიგის საკვალიფიკაციოში “შარლერუას” ხუთეულში ითამაშა

შენგელიამ ევროლიგის საკვალიფიკაციოში “შარლერუას” ხუთეულში ითამაშა

ბელგიის ჩემპიონ შარლერუაში თორნიკე შენგელიას ოფიციალური დებიუტი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უკრაინის “დონეცკის” წინააღმდეგ ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა – “შარლერუამ” უკრაინული კლუბი დაძაბულ ბრძოლაში, 61:59 დაამარცხა.
შენგელია შარლერუელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 13 წუთი გაატარა. თორნიკემ ერთადერთი სამქულიანი წუსტად გამოიყენა, თუმცა საშუალო მანძილებიდან ცოტა სამიზნე გაუმრუდდა: 5 ცდიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო. მთლიანობაში 19 წლის ქართველმა 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
“შარლერუა” საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გერმანულ “ალბას” შეხვდება, რომელის დამარცხების შემთხვევაშიც ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი მატჩის მოგებაღა დარჩება.