შენგელიამ ისევ არ ითამაშა, ბრუკლინმა – სახლში წააგო

შენგელიამ ისევ არ ითამაშა, ბრუკლინმა – სახლში წააგო

წარმატებული დებიუტი შემდეგ მეორე მატჩი გამართა „ბრუკლინ ნეთსმა“ და სეზონის პირველი მარცხი იწვნია. მეორე უსიამოვნო ამბავი ისაა, რომ მწვრთნელმა აივერი ჯონსონმა თორნიკე შენგელია ისევ არ დაასაქმა. ბრუკლინელთა განაცხადში მყოფი 13 კალათბურთელიდან მოედანზე მხოლოდ 2 არ გავიდა – შენგელია და ჯერი სტეკჰაუსი.
ბრუკლინს „მინესოტა“ სტუმრობდა. გუნდი, რომელსაც მთავარი ლიდერი კევინ ლავი ტრავმირებული ჰყავს და სეზონიც 2 მარცხით დაიწყო. მინესოტელებისთვის მესამე მატჩი გემრიელი გამოდგა: ევროპელი კალათბურთელების აქტიურობით „მგლებმა“ ახალგახსნილ „ბარკლაი სენთერში“ „ბრუკლინი“ 107:96 დაამარცხეს. ნიკოლა პეკოვიჩმა 21 ქულა მოინაგრა,  ანდრეი კირილენკომ – 16 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 4 დაფარება, ხოლო ალექსეი შვედის ანგარიშზე 18 წუთში 10 ქულა იყო.
ბრუკლინელები მატჩის განმავლობაში 20 ქულაზე მეტით იგებდნენ, მაგრამ ლიდერობა გაანიავეს. ბოლო მეოთხედი „ნეთსმა“ 10:32 წააგო და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გვარიანი სირცხვილი ჭამა. დამარცხებულთაგან დერონ უილიამსი გამოირჩა 18 ქულითა და 13 პასით, ბომბარირი , კი 19–ქულიანი ჯო ჯონსონი გახდა. მირზა ტელეტოვიჩმა და ტაიშონ ტეილორმა პირველად ითამაშეს ნბა–ში. ბოსნიელმა  4 წუთში 5 ქულა მოინაგრა, ხოლო ტეილორმა 6 წუთში – 2.
მომდევნო მატჩს ბრუკლინელები 7 ნოემბერს მაიამიში გამართავენ.