შენგელიამ კოკოშკოვს 2 წუთში 4 ქულა უჩვენა

შენგელიამ კოკოშკოვს 2 წუთში 4 ქულა უჩვენა

ნიუ იორკში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი და ფორვარდი თორნიკე შენგელია პირისპირ შეხვდნენ. „ფინიქსის“ ასისიტენტ მწვრთნელ კოკოშკოვს შენგელიას თამაშის შესახედად 2 წუთი და 7 წამი ჰქონდა – სწორედ ამდენ ხანს იმყოფებოდა „ბრუკლინის“ ქართველი ფორვარდი მოედანზე. შენგელიამ 2 სათამაშო წუთი მშვენივრად გამოიყენა და ორიდან ორივე სროლა ჩააგდო. თორნიკემ 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. იმ დროში, რაც მას გამოუყვეს, მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინა თავი.
 
რაც შეეება მატჩის შედეგს, შენგელიას გუნდმა 21 ქულით გაანადგურა “ფინიქსი”. მასპინძებმა არიზონელებს საბოლოოდ 99:78 სძლიეს. „ბრუკლინისთვის“ ეს ზედიზედ მე–6 მატჩი გამარჯვება იყო, რის შემდეგაც “ნეთსმა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–6 ადგილი გაიმყარა. შენგელიას გუნდს 21 მოგება და 15 მარცხი გააჩნია. ამ შედეგზე ერთით ნაკლები წაგება აქვს და მე–4 ადგილზეა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“, რომელმაც დღეს, გამთენიისას, „იუტა ჯაზი“ 103:95 დაამარცხა.
 

 
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 19,46 წუთში საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ. ზაზამ 7–დან 5 ორქულიანი და 3–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 12 ქულა შეადგინა. ფაჩულიას ასევე 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.
 
მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ ვაშინგტონში, „ვიზარსთან“ გამართავენ, ხოლო „ბრუკლინი“ 13 იანვარს „ინდიანას“ უმასპინძლებს.