შენგელიამ საზაფხულო ლიგაზე 8 ქულა გაიმეორა

თორნიკე შენგელიამ „ნეთსის“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი გამართა. ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე ბრუკლინური გუნდი „ოკლაჰომას“ შეხვდა და 1 ქულის სხვაობით – 86:87 დსამარცხდა. „ნეთსმა“ ორლანდოს ლიგაზე უკვე მეოთხე მატჩი წააგო, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ყურადღება შენგელიასკენაა მიპყრობილი, რომელმაც ლიგის მატჩებში ყველაზე მეტ ხანს ითამაშა და არცთუ ისე ურიგოდ.
მართალია, წინა მატჩის დარი შედეგიანობა ვერ გამოიჩინა, მაგრამ შენგელიამ მაინც დამადეჯერლად ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან განხორციელებული 7 სროლიდან 3 ჩააგდო, რასაც 4-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. ამას გარდა სენგელიას 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27,10 წუთი გაატარა.
საზაფხულო ლიგის მომდევნო მატჩშს „ნეთსი“ ხვალ, „ინდიანასთან“ გამართავს.