შენგელიამ შარლერუელებს ხელი “ანტვერპენის” ძლევაში შეაშველა

შენგელიამ შარლერუელებს ხელი “ანტვერპენის” ძლევაში შეაშველა

ტრავმამოშუშებულმა თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი ჩაატარა. „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში „ანტვერპენს“ შეხვდა და მეტოქე 70:61 დაამარცხა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა. შენგელიამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და საბოლოოდ 3 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
შარლერუელებს მეტოქის ძლევა ცოტა გაუჭირდათ. გადამწყვეტი მეოთხედის წინ მასპინძლები მხოლოდ 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეული დამაჯერებლად ჩაატარეს და საბოლოოდ 70:61 იმარჯვეს.
18 მოგებითა და 7 მარცხით „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი სტუმრად „ლიეჟთან“, 18 აპრილს გამართავს.