შენგელიამ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ვალანჩუნასს 12 831 ხმით აჯობა

შენგელიამ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ვალანჩუნასს 12 831 ხმით აჯობა

ფიბა–ევროპასგან 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელებულ იონას ვალანჩუნასზე ლამის ორჯერ მეტი ხმა მიიღო თორნიკე შენგელიამ, მაგრამ სპეციალისტებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. ინტერნეტ–გამოკითხვის შედეგად მიღებული ყველაზე მეტი – 26 322 ხმის მიუხედავად ქართველი კალათბურთელი ოფიციალურ შედეგებში მე–7 ადგილზე გავიდა. საუკეთესოდ კი, როგოც აღვნიშნეთ, ლიტველი იონას ვალანჩუნასი დაასახელეს, რომელმაც გულშემატკივრებისგან მხოლოდ 13 491 ხმა მიიღო და ინტერნეტ–გამოკითხვაში შენგელიას შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
 
ექსპერტების აზრი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან გულშემატკივართაგან მიღებული დიდი უპირატესობის მიუხედავად შენგელიას მთელმა ექვსმა კალათბურთელმა აჯობა. ვალანჩუნასს ექსპერტების დიდმა უპირატესობამ დაუჭირა მხარი. ლიტველ ახალგაზრდას დაუფასდა ევროპის ახალგაზრდულ ჩმპიონატში გამოჩნილი ჩაუქობა. მან ლიტვის ნაკრებს ლამის მარტომ მოაგებინა კონტინენტის პირველობა (A დივიზიონი). ფინალში ვალანჩუნასმა სერბეთის ნაკრებს 36 ქულა ჩაუგდო, საშუალოდ ტურნირის განმავლობაში კი 23 ქულასა და 13,9 მოხსნას აგროვებდა. ასეთი შედეგების შემდეგ წლის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულის ბედი ფაქტობრივად გარკვეული იყო და მიუხედავად გულშემატკივართა მხარდაჭერისა, შენგელიამ ოფიციალური ტიტული ვერ დაიმსახურა.
 
რაც შეეხება შენგელიას ევროპირველობაზე გამოსვლას,  თორნიკეს ლიდერობით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მოიგო და წლეულს, უკვე ელიტარულ გუნდთა გვერდით ითამაშებს. შენგელიას საშუალო მონაგარი 29.9 ქულა და 12.0 მოხსნა გახლდათ და იგი ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
 
ბოლოს იმის თქმა შეიძლება, რომ ტიტულზე არანაკლებად მნიშვნელოვანი ალბათ გულშემატკივართა მხარდაჭერაა. 26 ათასზე მეტი ხმა მართლაც დიდი მხარდაჭერაა. ქართველ ქომაგებთან ერთად თორნიკეს მხარი ბევრმა ევროპელმაც დაუჭირა.
 
გულშემატკივართა გამოკითხვა1. თორნიკე შენგელია – 26 3222. იონას ვალანჩიუნასი – 13 4913. ნიკოლა მიროტიჩი – 11 6934. ალესანდრო ჯენტილე – 94045. ალეხანდრო აბრინესი – 86836. პჟემისლავ კარნოვსკი – 71027. ენეს კანტერი – 66938. ალეკსანდერ ცვეტკოვიჩი – 61349. დარიო სარიჩი – 589110. დმიტრი კულაგინი – 3966ექსპერტების გამოკითხვა1. იონას ვალანჩიუნასი – 5692. ნიკოლა მიროტიჩი – 4783. ენეს კანტერი – 1834. დარიო სარიჩი – 1145. ალესანდრო ჯენტილე – 846. ალეკსანდერ ცვეტკოვიჩი – 667. თორნიკე შენგელია – 428. პჟემისლავ კარნოვსკი – 269. დმიტრი კულაგინი – 2410. ალეხანდრო აბრინესი – 9ჯამური შედეგი1. იონას ვალანჩიუნასი – 0.2632. ნიკოლა მიროტიჩი – 0.2223. ენეს კანტერი – 0.0874. დარიო სარიჩი – 0.0565. ალესანდრო ჯენტილე – 0.0466. თორნიკე შენგელია – 0.0457. ალეკსანდერ ცვეტკოვიჩი – 0.0358. პჟემისლავ კარნოვსკი – 0.0199. დმიტრი კულაგინი – 0.01510. ალეხანდრო აბრინესი – 0.013