შენგელიას 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი – ვირტუსმა ტორტონას პირველი ნახევარფინალი მოუგო

შენგელიას 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი – ვირტუსმა ტორტონას პირველი ნახევარფინალი მოუგო

iისევე როგორც იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერია, თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ნახევარფინალის იოლი მოგებით დაიწყო.  ქართველი კალათბურთელის გუნდმა ტორტონას 23 ქულით მოუგო – 84:61. ვირტუსმა მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიამ 2-დან 2 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ვირტუსი ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩს 30 მაისს ჩაატარებს. შენგელიას კლუბი ისევ მასპინძელი იქნება. მეორე ნახევარფინალში ოლიმპია მილანო სასარის 1:0-ს უგებს.