შენგელიას 10 ქულა და გამარჯვება ბილბაოში

შენგელიას 10 ქულა და გამარჯვება ბილბაოში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ბასკურ დერბიში სტუმრად “ბილბაო” დაძაბულ ბრძოლაში – 78:74 დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილზე გამყარდა. დარჩენილ 2 ტურში ბასკონიელებს 1 მოგებაც ჰყოფნით, რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე რომ დაასრულონ.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო, თუმც ამოედანზე 25:48 წუთით გამოჩნდა. თორნიკემ 10 ქულა (ექვსიდან სამი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო) და 4 მოხსნა (ოთხივე საკუთარ ფარზე) შეასრულა. 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვინსენტ პუარე.

ბოლოსწინა, 33-ე ტურში, რომელიც 19 მაისს გაიმართება, “ბასკონია” ლიგის დებიუტანტ “ბურგოსს” უმასპინძლებს.