შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს მარცხი სანკტ პეტერბურგში

შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს მარცხი სანკტ პეტერბურგში

7-მატჩიანი წაუგებელი სერია სანკტ-პეტერბურგში შეწყვიტა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ. არმიელები VTB-ლიგის მორიგი ტურის სათამაშოდ “ზენიტს” ესტუმრნენ და 4 ქულის სხვაობით – 77:81 დამარცხდნენ. სანკტპეტერბურგელები თავიდანვე 14:0 დაწინაურდნენ და ბოლო მეოთხამდე წინ იყვნენ. ბოლოს ცსკა ქულამდე მიახლოვდა მეტოქეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.

თორნიკე შენგელიამ 23:38 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. VTB ლიგაში ცსკა 15-6 ბალანსით მე-3 პოზიციაზეა და 11 აპრილს ყაზახურ ასტანას მასპინძლობს.