შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება ბილბაოელებთან

შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება ბილბაოელებთან

ესპანური პრიმერადივიზიონის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” “ბილბაო ბასკეტს” უმასპინძლა და სეზონში მე-7 გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია – 94:71.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:41 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკური კლუბი მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს, სტუმრად, ბექა ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორას” წინააღმდეგ ჩაატარებს. ანდორელებმა “გიპუზკოა ბასკეტთან” გასვლით მატჩში 64:60 იმარჯვეს, ქართველი კალათბურთელი კი ჯერაც ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.