შენგელიას 12 ქულა და 6 მოხსნა მადრიდში – ვირტუსი რეალთან დამარცხდა

შენგელიას 12 ქულა და 6 მოხსნა მადრიდში – ვირტუსი რეალთან დამარცხდა

ევროლიგაში ზედიზედ 5 მოგების შემდეგ თორნიკე შენგელიას ვირტუსმა პირველი მარცხი განიცადა. იტალიური კლუბის წარმატებული სერია მადრიდში შეწყდა, სადაც ბოლონიური კლუბი „რეალთან“ 74:100 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი, როგორც შემდეგ გაირკვა, მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მადრიდელებმა 27:10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

„რეალი“ საქმე გამარჯვებამდ ეიოლად მიიყვანა, რაც დიდწილად ფაგუნდო კამპაცოს დამსახურებაა – 18 ქულა, 11 პასი. თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30:45 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 

5 მოგებითა და 2 მარცხით ვირტუსი 18-გუნდიან ევროლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ვირტუსი ბოლონიაში მილანის ოლიმპიას მიიღებს.